ადვოკატი: საქმე შეთითხნეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ დამნაშავეთა საქმიდან “მოტეხვა”

„საქმე შეთითხნეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ დამნაშავეთა საქმიდან “მოტეხვა” და მათი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება!“ – ასე ეხმაურება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ განაჩენს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მთავარ პროკურატურაში გამოძიებული საქმე არასრულფასოვანი და არასრულყოფილია.
„ხომ ვამბობდით! ხომ ვამბობდით პირველივე დღიდან, რომ საქმე არ იყო გამოძიებული! ხომ ვამბობდით, რომ დავით სარალიძის მკვლელები არ იყვნენ მიცემული პასუხისგებაში! მიუხედავად უამრავი დადგენილი გარემოებისა, პროკურორები ჯიუტად აცხადებდნენ, რომ ამ ორმა ბრალდებულმა მოკლა დავით სარალიძე და სხვა პირი ამ დანაშაულში არ მონაწილეობდა. დღეს სასამართლოს განაჩენით ხომ დადასტურდა, რომ პროკურორები ცრუობდნენ! ხომ დადასტურდა, რომ ჩვენ სიმართლეს ვამბობდით! საქმე შეთითხნეთ, მაგრამ არ გამოგივიდათ დამნაშავეთა საქმიდან “მოტეხვა” და მათი დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება! ახლა რას პასუხობთ შვილმკვდარ მამას? ვინ მოკლა მისი შვილი???“ – აცხადებს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები