“ველოდები სოცქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბოდიშებს და შეფასებებს“

“ველოდები სოციალურ ქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბოდიშებს და შეფასებებს“, – ასე ეხმაურება ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც სამართალდამცველები მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულისგან იძულებით დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუშს იღებენ.

ამირან სალუქვაძე ბრალდებულის ადვოკატსაც მიმართავს, რადგან მან საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, არადა კარგად იცოდა, რომ მისი კლიენტის უფლებები ამ შემთხვევაში არ დარღვეულა.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა.

„პატივცემულებო, ან დაამტკიცეთ რასაც საუბრობდით, ან ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას სიცრუის ტირაჟირებისთვის და შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის. ადვოკატმა ხომ კარგად იცოდა თუ რაც ხდებოდა? დნმ-ის ძალის გამოყენებით აღების კანონიერ პროცედურას როცა ასაღებთ ისე, როგორც გაასაღეთ, ამას როგორც მინიმუმ, ადვოკატის მიმართ, თუნდაც ადვოკატთა ასოციაციის მხრიდან უნდა მოჰყვეს შეფასება. ასევე, არა მგონია ჟურნალისტიკასთან გვქონდა საქმე, თუ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას გადავიკითხავთ. ველოდები სოც. ქსელში იგივე ინტენსივობით გავრცელებულ ბიდიშებს და შეფასებებს“ – წერს ამირან სალუქვაძე.

აღსანიშნავია, რომ დღეს შს სამინისტროში აღნიშნულ თემაზე ბრიფინგი გაიმართა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – ვლადიმერ ბორცვაძემ განმარტა, რომ ბრალდებულ ნ.გ.-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ის (ოფლისა და ნერწყვის) ნიმუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები