„სააკაშვილი მმართველობისას მერაბიშვილს ახალაიების საშუალებით აკონტროლებდა, აქეთ კოდუა ცალკე ჰყავდა, რომელსაც სხვები აკონტროლებდნენ!“

„სააკაშვილს წესად ჰქონდა – რაც გინდა, გულმხურვალე მხარდამჭერი, განათლებული და წესიერი ყოფილიყავი, თუ მასზე კომპრომატი არ ჰქონდა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე არ დანიშნავდა“, – ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი ბადრი ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ამავე ინტერვიუში ბადრი ბიწაძე ამბობს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა უცხოელი ინსტრუქტორების რჩევით ისეთი სისტემა შექმნა, რომ გადატრიალება შეუძლებელი იყო.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავის ქვეშევრდომებს სულ აკონტროლებდა.

„სააკაშვილი განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა არაადეკვატური, რაც ბუშმა თბილისში „დემოკრატიის შუქურა“ უწოდა… კაციშვილს აღარ უსმენდა, თავისას მიერეკებოდა. მახსოვს, ერთხელ ვეკამათე და ვუთხარი – მე წავედი, თანამდებობას ვტოვებ-მეთქი! ცოტა ხანში დამირეკა, მომიბოდოშა და მთხოვა, არ წავსულიყავი. სააკაშვილმა უცხოელი ინსტრუქტურების თუ ვიღაცის რჩევით ისეთი სისტემა შექმნა, გადატრიალების მოწყობა შეუძლებელი იყო – მერაბიშვილს ახალაიების საშუალებით აკონტროლებდა, აქეთ კოდუა ცალკე ჰყავდა, კოდუას კიდევ სხვები აკონტროლებდნენ! ირაკლი ოქრუაშვილი დაღუპეს! რადგან სააკაშვილს ენა მიუტანეს, ოქრუაშვილს პრეზიდენტობა უნდაო! ეს რომ შეიტყო სააკაშვილმა ფაქტობრივად შეურაცხადი გახდა და ირაკლი ოქრუაშვილი მოიძულა, აი, სულ ეს იყო სააკაშვილისა და ოქრუაშვილის დაპირისპირების მიზეზი“, – აცხადებს ბადრი ბიწაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები