ირაკლი ჭეიშვილი – პეტერ მადიარის განცხადებაზე: მისასალმებელია, თუ საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება
“მისასალმებელია, თუ ეს თბილი განცხადება მხოლოდ კომენტარად არ დარჩება და საქართველოსთან მიმართებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ უნგრეთსა და საქართველოს ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ვმეგობრობდით და ვმეგობრობთ უნგრეთთან, არაერთი კომენტარი გაკეთდა ჩვენგანაც, რომ მზად ვართ ახლო ურთიერთობა, რომელიც ამ ქვეყანასთან გვქონდა მინიმუმ შევინარჩუნოთ ახალ ხელისუფლებასთან. ჩვენ მივესალმებით და პატივს ვცემთ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და აღნიშნავს, რომ საქართველოსთან კარგ ურთიერთობას გააგრძელებს.