ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დედა: ექსპერტმა ისიც კი ვერ ახსნა, რატომ აქვს დაზიანებული ლევანს ამდენი შინაგანი ორგანო

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე სრულად იზიარებს პროკურატურის ვერსიას და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მოსაზრებებს აბსურდულს უწოდებს.

შესაბამის კომენტარს ის გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აკეთებს.

„ექსპერტმა განაცხადა, რომ არ ჩაუტარებია ექსპერიმენტი, არ გამოუკვლევია მტკიცებულებები და იმ მასალით, რაც მიაწოდეს, მივიდა დასკვნამდე, რომ ლევანის სასიკვდილო ჭრილობა და დათოს არტერიის ჭრილობა არ არის დანით მიყენებული. ნეტა ეს ბავშვები სადმე ცოცხლები ხომ არ არიან და ჩვენ არ ვიცით?! მაია ნიკოლეიშვილს თუ დავუჯერებთ, ლევანისთვის გულმკერდის არეში დანა საერთოდ არ დაურტყამთ. როგორც ბრძანა, 30-წლიანი გამოცდილების ექსპერტმა ისიც კი ვერ ახსნა, რატომ აქვს დაზიანებული ლევანს ამდენი შინაგანი ორგანო და იმ თანამიმდევრობით, როგორც მის სამედიცინო ბარათშია აღწერილი. მეტიც, მან გარდაცვლილის ფოტო, სადაც დაზიანებები ჩანდა, პირველად სასამართლო პროცესზე ნახა. ამ ყველაფერის შემდეგ სასამართლოს იმედიღა დაგვრჩენია, რომ ამ ბოდვას მტკიცებულებად არ გამოიყენებს“, – აცხადებს ნათია საყვარელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები