“პატრიარქმა განცხადების ტექსტი რამდენჯერმე წაიკითხა… მან ყველაფერი იცის“

პატრიარქმა ყველაფერი იცის, გამჭრიახი გონება აქვს და ღვთის მადლით, კიდევ დიდხანს ექნება ძალა ეკლესიის სათავეში დგომისა, – ამის შესახებ დეკანოზი შალვა კეკელია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

როგორც ჟურნალისტი ინტერვიუში აღნიშნავს, ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ პატრიარქმა არ იცოდა, რომ საპატრიარქო იმ შინაარსის განცხადების გავრცელებას აპირებდა, რომელიც „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით გავრცელდა.

მამა შალვა კეკელია შესაბამის შეფასებას სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით აკეთებს.

„ეს ადამიანები ვერც კი ხვდებიან, რამდენად დიდ შეურაცხყოფას აყენებენ პატრიარქს მსგავსი განცხადებებით. სამწუხაროდ, ზოგიერთი სასულიერო პირისგანაც მოვისმინეთ, პატრიარქმა არ იცის, რა ხდება მის ქვეყანაში, საპატრიარქოში, ეკლესიაშიო. ..თავად ვიყავი ბობოყვათში პატრიარქთან ერთად, როდესაც ეს განცხადება დაიწერა, უწმინდესმა ტექსტი რამდენჯერმე წაიკითხა. იცით რატომ ამბობენ, პატრიარქმა არ იცის, რას აკეთებს საპატრიარქოო? – სურთ საზოგადოებაში დათესონ აზრი, რომ პატრიარქი, რომელიც ვერ მართავს ეკლესიას, ცდება საკუთარ არჩევანში. ყველას მინდა ვუთხრა – პატრიარქმა ყველაფერი იცის, გამჭრიახი გონება აქვს და ღვთის მადლით, კიდევ დიდხანს ექნება ძალა ეკლესიის სათავეში დგომისა. რაც მეტ ტალახს ესვრიან, მით უფრო მაღლდება უწმინდესი. ჩემთვის გასაგებია, რა პოლიტიკის ნაწილიცაა ეს კამპანია – უნდათ ადამიანები დაეცნენ და ეკლესიის მიმართ ნდობა გაქრეს“, – აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები