„მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით, გმირი გახდეს გიორგი გაბუნია“

მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია, – ამის შესახებ დეკანოზი შალვა კეკელია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, ეშმაკი ებრძვის ეკლესიას, რომ ადამიანების სულები ღმერთს მოსტაცოს.

„ყველა ეპოქაში ეკლესია ყოველთვის სწორ სიტყვას ამბობდა. ეკლესია არ გახლავთ სასულიერო პირი, ეს სწავლება და მოძღვრებაა, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს სიწმინდისკენ, სიმართლის მხარეს დადგომისკენ. თუ ქართველი საუკუნეების განმავლობაში ერადაა შემდგარი, ეს სამოციქულო ეკლესიის დამსახურებაა და ზუსტად ამის განადგურება უნდათ. მოქალაქეების პროვოცირებას ცდილობენ, რომ ვიღაც ხელით შეეხოს და ამ გზით გმირი გახდეს გიორგი გაბუნია. დიახ, სწორედ ეს გათვლა აქვთ – „გმირები“ გახდნენ ღვთის გინებით. როდესაც დედაღვთისმშობელზე შაყირობ, შესაძლოა, ვიღაცას არ ეყოს ქრისტიანული და სულიერი სიმაღლე და ფიზიკურად გაგისწორდეს, სწორედ ამ მოთმინებას ცდიან ისინი. ვაი იმ ადამიანს, ვისაც ეშმაკი ამ ბრძოლაში გამოიყენებს. სწორედ ეშმაკი ებრძვის ეკლესიას, რომ ადამიანების სულები ღმერთს მოსტაცოს – ვაი მათ, ვინც სულს ეშმაკს მიჰყიდის“, -ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები