ბაღდადში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 4 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 15-მა დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი”, ერაყის სამხედრო ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ერაყის ეროვნული უსაფრთხოების ცენტრი კი აცხადებს, რომ თავდამსხმელმა შაჰიდის ქამრის გააქტიურება ვერ მოახერხა, რაც უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა. ინციდენტი ერაყის დედაქალაქში მდებარე პარკის შესასვლელთან მოხდა, სადაც ხალხი იყო შეკრებილი.
ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, ტერაქტი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოაწყვეს.
ცნობისათვის, ერაყის მთავრობამ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების საბოლოო დამარცხების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბერში გაავრცელა, თუმცა ტერორისტული ორგანიზაციის ზოგიერთი წევრი ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს კვლავ აწყობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები