ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებზე თანახმაა, – ინფორმაციას Reuters-ი ისრაელის გამოცემა Ynet-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის დაწყება დაამტკიცა.
აღნიშნულია, რომ ირანული მხარე, მისი პირობების შესრულების შემთხვევაში, საკითხის სწრაფ გადაწყვეტას ელის.