„ნარკომანები და მამაძაღლები თუ ფიქრობენ, რომ გახარიას ბოდიში მათ ეკუთვნით, ძალიან მიქარავენ და ცდებიან!“

„გიორგი გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, სერიოზულად გაძლიერდა“! – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ექსპერტი თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს აფესებს და აცხადებს, რომ 13 მაისს, სიტუაციის განმუხტვა გიორგი გახარიამ თავის თავზე აიღო და საკმაოდ რთული ამოცანა გადაჭრა.
ამასთან, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ღამის კლუბებში სპეცოპრაციების ჩატარება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო.
„13 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ჩვენ ვნახეთ ამ ხელისუფლების პირობებში კრიზის წარმატებულად დაძლევის პირველი პრეცენდენტი, რომლის შემოქმედადაც გიორგი გახარია მოგვევლინა. დიახ, როგორც საპროტესტო აქციის წარმომადგენლებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარებისა და მათი დაშოშმინების შემდეგ გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა, სერიოზულად გაძლიერდა. ხოლო იმ ჯგუფებს, რომლებსაც მისი დასუსტება ჰქონდათ განზრახული, გეგმები ჩაეფუშათ.
გახარიამ ბოდიში იმ უდანაშაულო ადამიანებს მოუხადა, რომლებსაც 12 მაისის ღამეს, სპეცოპერაციის გამო შესაძლოა, დისკომფორტი შეექმნათ და ეს ცივილური საქციელი იყო, რის გამოს შს მინისტრის გაკრიტიკება არასწორად მიმაჩნია. ნარკომანები და მამაძაღლები თუ ფიქრობენ, რომ გახარიას ბოდიში მათ ეკუთვნით, ძალიან მიქარავენ და ცდებიან!“ – აცხადებს გია ხუხაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები