ავღანეთში მომხდარი შეტაკებისას 5 ადამიანი გარდაიცვალა
ავღანეთში მდებარე ტაპი-ს გაზის მილსადენის მშენებლობის ტერიტორიაზე მყოფ გამნაღმველებს, თავს უცხო პირები დაესხნენ. შეტაკების შედეგად გარდაცვლილია 5 ადამიანი. მომხდარის შესახებ განცხადებას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ავღანეთის კანდაგარის პროვინციაში მოხდა, რა დროსაც უცნობებმა გამნაღმველებს, რომლებიც ტერიტორიის დათვალიერებას ახორციელებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. ცნობილია, რომ გამნაღმველები ტერიტორიას დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების გამო ათვალიერებდნენ.
შეტაკების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი გამნაღმველი თავდამსხმელებმა გაიტაცეს.
ამ ეტაპზე, მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ცნობისათვის, ტაპი-ს მილსადენის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი. მილსადენის სიგრძე 1814 კილომეტრია, რომლის გარკვეული მონაკვეთი ავღანეთის ტერიტორიაზე გადის.