თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნატო-დან გასვლას აანონსებს
თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლიტიკური პარტია „სამშობლოდან“, დოგუ პერინჩეკი პირობას დებს, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, თურქეთი ნატო-ს შემადგენლობიდან გამოვა.
„ნატო თურქეთს მტრად აღიქვამს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მისივე წევრი სახელმწიფოა. სულ ახლახან, ნატომ სამხედრო სწავლებები ჩაატარა, სადაც ათათურქი და თურქეთის ახლანდელი პრეზიდენტი საბრძოლო მიზნებად იყვნენ მიჩნეულნი. ამერიკის შეერთებული შტატები ქურთულ ტერორისტულ დაჯგუფებებს იარაღით ამარაგებს და ეხმარება, ამიტომ აშშ-სა და თურქეთს შორის, ამჟამად, არც თუ კარგი დამოკიდებულებაა. ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ, თურქეთი ნატო-ს შემადგენლობას დატოვებს და ამერიკული თვითმფრინავები უნჯირლიკის ბაზას სამუდამოდ დატოვებენ. თავად ბაზა კი, სრულად გადავა თურქული მხარის დაქვემდებარებაში. თურქეთი სრულიად გაიწმინდება ამერიკული გადმონაშთებისგან“- განაცხადა პერინჩეკმა.
როგორც ცნობილია, თურქეთში ვადამდელი არევნებია ჩანიშნული, რომელიც ქვეყანაში 24 ივნისს გაიმართება. არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაეფ ერდოღანიც აპირებს მონაწილეობის მიღებას.