ვინ არის უცხოელი ქალი, ვინც ე.წ. ბარიგების საქმის ერთ-ერთი მოწმეა?!

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე 6 საათზე მეტხანს განიხილავდა 12 მაისს ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული პირების საქმეს და 8 ბრალდებულს: გიორგი მამუკელაშვილს, ლაშა მამულაიშვილს, ვიქტორ ჟამუტაშვილს, თორნიკე ჩუტკერაშვილს, ჯემალ ელიავას, მიხეილ მიქაძეს, ბორის დარახველიძეს და ქეთი მურუსიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არცერთი დანაშაულს არ აღიარებს.
რაც შეეხება 23 წლის ბორის დარახველიძის ბრალდებას – ის სამ ეპიზოდში ამხილეს, ამიტომ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
„ბორის დარახველიძის წინააღმდეგ ჩვენება უცხოელმა ქალმა აზიტა ზაკერმა მისცა. მოწმე ამბობს, რომ სამი წელია, საქართველოში ჩამოვიდა, ქირით დიდ დიღომში ცხოვრობს და დედასთან ერთად ტურისტულ კომპანიაში მუშაობს. “ბასიანში” დადის, სადაც, მისი თქმით, ბორის დარახველიძე გაიცნო. ის 22 მარტს, ქავთარაძეზე მდებარე “გუდვილთან” შემთხვევით შეხვდა დარახველიძეს და უთხრა, რომ მეორე დღეს აპირებდა “ბასიანში” მისვლას. ბორისმა უთხრა, რომ “ექსტაზის” 5 აბი 700 ლარად ჰქონდა და თუ სურდა, “ბასიანში” მიუტანდა. ზაკერის თქმით, მას არ სურდა დანაშაულის ჩადენა, ამიტომ ეს პოლიციაში განაცხადა. საქმის მასალების მიხედვით, სამართალდამცავებმა აზიტას გადასცეს დარახველიძისთვის გადასაცემი თანხა. გაკეთდა სამი საკონტროლო შესყიდვა, პირველი – 23 მარტს. ზაკერმა ბორისს დაურეკა და ნარკოტიკი სთხოვა, მერე “ბასიანში” შეხვდა, სადაც დარახველიძემ 5 აბი “ექსტაზი” გადასცა. ეს და კიდევ ორი ფაქტი აღბეჭდილია ფირზე“, – წერს „კვირის პალიტრა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები