“9 აპრილის, 7 ნოემბრის და 26 მაისის შემდეგ, დღეს გვაქვს შანსი შევცვალოთ და გავაჩინოთ ახალი წარმოდგენა პოლიციაზე”

0

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა.
„9 აპრილის მერე მოყოლებული ძალოვან სტრუქტურას და განსაკუთრებით პოლიციას ყოველთვის ჰქონდა ისეთი ფუნქცია, რომ მწვავე სიტუაციაში, ჩვენი მოქალაქეები თავს იცავდნენ და მათში უბრალოდ შიშის კომპლექსი არსებობდა. რეალურად, ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ სიტუაციაში ჩვენ ყველას გვაქვს მარტივი შანსი, რომ ის ინსტიქტები რაც ჩვენ გვიჩნდებოდა 9 აპრილს, 7 ნოემბერს, 26 მაისს და ა.შ. შემდეგ დღეს ცოტა შევცვალოთ და გავაჩინოთ რაღაც ახალი წარმოდგენა ამ პოლიციაზე. ჩვენ ხომ ყველანი ვართ ამაში დაინტერესებული და ყველას კარგად გვესმის ერთი რამ, რომ ამ ქვეყანას სხვა ყველა კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად აქვს ერთ-ერთი პრინციპულად მნიშვნელოვანი კონკურენტული საკითხი და ეს არის უსაფრთხოება. ვთვლით რომ ეფექტურობა, სიმკაცრე, რა თქმა უნდა პოლიტიკური ნეიტრალობა და მოქალაქეების მიმართ მზრუნველობა ეს არის ღირებულებები რის ირგვლივაც ჩვენ გვინდა რომ ეს უწყება მუშაობდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი