გიორგი გახარია 12 მაისის სპეცოპერაციაზე: ჩვენი მიზანი იყო ეს ადამიანები დაგვეკავებინა გარეთ

ჩვენი მიზანი იყო ეს ადამიანები დაგვეკავებინა გარეთ, რამეთუ კლუბში მხოლოდ ჩხრეკის განჩინება გვქონდა.
8 ადამიანი იყო გარეთ დაკავებული. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ხალხი დაგვეკავებინა გარეთ, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 12 მაისის სპეცოპერაციაზე საუბრისას განაცხადა.
„8 ადამიანი იყო გარეთ დაკავებული. ჩვენი მიზანი იყო, რომ ეს ხალხი დაგვეკავებინა გარეთ. არ გვინდოდა, სპეციალური საგამოძიებო მოქმედებები ჩაგვეტარებინა კლუბის შიგნით, რამეთუ კლუბში გვქონდა მხოლოდ კლუბების ჩხრეკის განჩინება. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არავის არაფერი ჩაუბარებია, მიუხედავად მიმართვისა. ეს იყო ჩვეულებრივი დაყრა, ადამიანებმა უბრალოდ მოიშორეს ფაქტები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები