„12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას“

„12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და უბრალოდ ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე”, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრმა საქართველოს წარსული გამოცდილება გაიხსენა და აღნიშნა:
„იმ გამოცდილებას რომელიც გვაქვს 9 აპრილიდან დაწყებული 26 მაისით დამთავრებული- მართლა დიდი ენერგია აქვს და ეს არის ჩვენი მძიმე წარსული, რისი გამოსწორების საშუალებაც გვაქვს იმ ახლაგაზრდებთან ერთად, რომლებიც რაღაც მომენტებში ტაშს უკრავდნენ პოლიციის თანამშრომლებს. 12 მაისს პოლიცია ასრულებდა სპეციალურ ღონისძიებას, 13 მაისს პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და უბრალოდ ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, დინამოს სტადიონის ირგვლივ 12-ში იყო სპეციალური ღონისძიება, ხოლო 13-ში პარლამენტის წინ პოლიცია იცავდა გამოხატვის თავისუფლებას და ზრუნავდა თავის მოქალაქეებზე”, – განცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები