გიორგი გახარია: რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები უყურადღებოდ არიან დარჩენილები

0

შინაგან საქმეთა მინისტრმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე საუბრისას არასრულწლოვანთა კოდექსსა და რეფერირების სისტემაზეც ისაუბრა.
„არასრულწლოვანთა კოდექსი არის, რა თქმა უნდა, სერიოზული პროგრესი, რომელმაც მნიშვნელოვნად დაარეგულირა საკითხები, რომელიც ეხება დანაშაულს 14 წელს ზემოთ. იქ რეციდივის პროცენტი არის ძალიან დაბალი და ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, თუმცა მძიმედ გვაქვს საქმე იმ ყველაფერთან, რაც 14 წლამდე ასაკს ეხება.
2010 წელს შექმნილი რეფერირების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს და 14 წლამდე ბავშვები არიან საერთოდ უყურადღებოდ დარჩენილები. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ 14 წლამდე ბავშვებს პოლიცია არ უნდა „ამუშავებდეს“. ეს არის სკოლის და განათლების სისტემის საქმე. ერთმნიშვნელოვნად სასწრაფოდ არის დასახვეწი რეფერირების სიტემა. რეფერირება სულ ახლახანს გავიგე, რომ 2010 წლის შემდეგ გავლილი აქვს სულ რაღაც 35 და 36 ბავშვს , ეს სისტემა არის დაშლილი და არ მუშაობს. 14 წლამდე ბავშვებში დანაშაულთან მუშაობისა და გამოსწორების ნაწილი არის რეფერირების სისტემა, ეს არის განათლების, ჯანდაცვის და მხოლოდ ამის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა, ამიტომ აქ ვფიქრობ ერთობლივად უნდა ვიმუშოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი