რუსთაველის გამზირზე „ქართული მარში“ აქციას მართავს (ვიდეო)

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ქართული მარში“ აქციას მართავს.
„ქართული მარშის” წევრები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიამდე მსვლელობით მივიდნენ.
შეკრების მიზანზე “ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ისაუბრა.
“მთავარი მიზანი გუშინ შესრულდა, როდესაც სოდომისტების აქცია დაიშალა, ქართველი ხალხის მოთხოვნის შედეგად. აქედან გამომდინარე, დღევანდელი აქცია არის აბსოლუტურად მშვიდობიანი. ჩვენ გვინდა, უბრალოდ, გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და მშვიდობიანი ფორმით დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერასტული მმართველობა, რომელიც არის ქვეყანაში, უნდა შეწყდეს და ქვეყანა უნდა წავიდეს ეროვნული განვითარების გზით. ასევე, ჩვენი მოთხოვნაა, ნარკომოვაჭრეების და ამ სიბინძურის გამავრცელებელი ადამიანებისადმი მკაცრი მიდგომა და ჩვენი ახალგაზრდობის ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ 17 მაისს ეკლესიის მიერ დაანონსებული ოჯახის სიწმინდის დღე ჩატარდეს ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა. მას შემდგომ, რაც სოდომისტები პარლამენტის ტერიტორიიდან გაიქცნენ, იმის საჭიროება, რომ იქ მორიგეობა დავაწესოთ, არ არის”,-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ
აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
ადგილზე საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები