შალვა ხაჭაპურიძე: სამართალდამცველებს კანონი ავალდებულებდათ, დაეჭირათ როგორც ნარკობარიგები, ისე ნარკომომხმარებლები!

„მოიწვიონ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები, დადონ დასკვნა, თუ რას ჰგავს ის ხალხი, ვინც „ბასიანის“ „გალერისა“ და პარლამენტის წინ იგინებოდა, იფურთხებოდა და თუ ცეკვავდა“ – ამ სიტყვებით მიმართავს უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე შს მინისტრს გიორგი გახარიას გაზეთ „ასავალ-დასავალის“ დღევანდელ ნომერში.
ამასთან, შალვა ხაჭაპურიძე შს მინისტრს ურჩევს, აღნიშნული დასკვნა დროულად დადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს აღსასრული მოახლოებულია.
„შს მინისტრის გიორგი გახარიას მოუწევს ამის გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს აღსასრული მოახლოებულია! სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ შესაბამის უწყებაში შემოდის ცნობა დანაშაულის მზადების შესახებ, მაშინ დანაშაული უნდა აღიკვეთოს! ამ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაულს სჩადიოდნენ როგორც ნარკოტიკების გამსაღებლები, ისე მისი მყიდველები, ამდენად სამართალდამცველებს (თუ გააჩნდათ კონკრეტული ინფორმაცია და თან ჰქონდათ სასამართლოს განჩინება) კანონი ავალდებულებდათ, დაეჭირა როგორც ნარკობარიგები, ისე ნარკომომხმარებლები! დიახ, თუ ვიჭერთ ნარკობარიგას, ციხეში უნდა წავიდეს მომხმარებელიც, რადგან ეს არის ერთიანი დანაშაულებრივი ქსელი! მომხმარებლის გარეშე ნარკობარიგა არ არსებობს!“ – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.
ამასთან, ამავე ინტერვიუში უფლებადამცველი 12 მაისს, კლუბ „ბასიანსა“ და გალერეში“ ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურება.
„გაგლეჯილ „კაიფში“ მყოფმა ნარკომანებმა, პოლიციელებს დედა აგინეს და კაციშვილისთვის ხელი არ უხლიათ! დიახ, ნარკომანები პოლიციელებს აფურთხებდნენ და მათ ამისთვის ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდეს… ადმინისტრაციული სასჯელი კი არა, ნარკობარიგებისა და და მათი „კრიშების“ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს! ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით ხუთასამდე „კრიშაა“ დასაჭერი, ვინც ნარკოვაჭრობას აკონტროლებს. ბატონმა გახარიამ ამ ხუთასი ნაძირალას თავი უნდა დააგოროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ერი დაგვეღუპება!„ – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები