როგორ “ამხილა” მელიამ “ნაციონალები”

როგორ “ამხილა” მელიამ “ნაციონალები” – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს. გასულ კვირას “პალიტრამედიაში” შემავალმა შპს “ედლაინმა” სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სასამართლოს გზით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ ნიკანორ მელიასგან, არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციისგან” და გაზეთ “ალიასგან” ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა­ მოითხოვა.

 „კვირა“ სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

უცნაური ტრიომელია, “ალიადაშეაჩერე კორუფცია

ნიკანორ მელია – კონკურენტულ ტენდერზე, რომელშიც “ედლაინი” მონაწილეობდა და ბიუჯეტმა 177 ათასი ლარი დაზოგა, ამტკიცებდა, რომ თითქოს ის უკონკურენტო იყო.

“შეაჩერე კორუფცია” (დამფუძნებლები გიორგი ბაჯელიძე, ვალერიან (ვატო) გელაშვილი, ქეთევან ენუქიძე. გიორგი­ ბაჯელიძე გასამართლებულია კორუფცი­ის, ვატო გელაშვილი კი ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით, დაფინ­ანსება გაუმჭვირვალეა) – ძირითადად, “რუსთავი 2”-ისა და “ალიას” საშუალებით ავრცელებენ ცრუ, ცილისმწამებლურ ინფორმაციას “პალიტრამედიის” ორგანიზაციებისა და ხელმძღვანელების შესახებ.

“ალია” – ვატო გელაშვილზე და ქეთევან ენუქიძეზე დაყრდნობით ავრცელებს

“პალიტრამედიის” ორგანიზაციების საქმიანი რეპუტაციის შემლახავ, ცილისმწამებლურ ინფორმაციებს და საპასუხო კომენტარისთვის არც ერთხელ(!) არ შეხმიანებია მეორე მხარეს.

როდესაც გასულ კვირას ზემოხსენებული ტრიოს სიცრუე იმ ტენდერთან დაკავშირებით, რომელშიც “ედლაინი” მონაწილეობდა, ოფიციალურად დადასტურდა, სიმართლე გითხრათ, მეგონა, რომ ბატონი­ ნიკანორი თუ გაუმჭვირვალე დაფინანსების, კორუფციისა და ფინანსური მაქინაციებისთვის გასამართლებულების მიერ დაფუძნებული “არასამთავრობოს” ხელმძღვანელები გაჩუმდებოდნენ მაინც. თუმცა ასე არ მოხდა და “სახის შენარჩუნებას” ისეთი უტიფარი ტყუილებით ეცადნენ, რომ ეს უკვე ერთი დიდი კურიოზია!

როგორამხილამელიამნაციონალებიდაედლაინიგარიგებაში

ბატონი ნიკანორი რამდენიმე დღე ემალებოდა “პალიტრის” ჟურნალისტებს,­ ხმა კი მშობლიურ “რუსთავი 2”-ში ამოიღო და განაცხადა, რომ თურმე “ედლაინმა” 2015 წლიდან დღემდე, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვების წესით 53-ჯერ განახორციელა მომსახურება. მელია ამით იმის წარმოჩენას ცდილობდა, რომ თურმე დღევანდელი ხელისუფლება­ “ედლაინს” იმიტომ უქმნის სასათბურე პირობებს, რომ კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ნათესავები არიან. სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა მელიას მორიგ ტყუილს, მოკლე ფეხები რომ გამოეჩინა.

მთავარი, რაც ავიწყდებათ მელიას და მის თანატრიოელებს – “ედლაინი” შედის “პალიტრამედიის” შემადგენლობაში, რომელმაც წარმატებული ბიზნესსაქმიანობა დაიწყო 23 წლის წინ! ამ 23 წლის განმავლობაში საქართველოში სამი ხელისუფლება შეიცვალა და “პალიტრამედია” სამივე ხელისუფლების დროს წარმატებული იყო და ვითარდებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ მელიას ზემოხსენებულ ტყუილს – სარეკლამო კომპანია “ედლაინი” გამარტივებული შესყიდვების წესით მომსახურებას ახორციელებს არა 2015 წლიდან, არამედ 2011 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როდესაც ქვეყანას მელიას პარტია, “ნაციონალური მოძრაობა” მართავდა. მელიას მიერ “მხილებულ” ამ 53 მომსახურებიდან არაერთი განხორციელდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს.

რაც მთავარია – “ედლაინის” ერთ-ერთი დამკვეთი იყო მელიას პარტია, ანუ “ნაციონალური მოძრაობა”(!) პოლიტიკოსების საქმეში­ არ ჩავერევი, თუმცა­ “ნაცი­ონალების” წევრებმა­ ჰკითხონ თავიანთ თავს – სურთ კი მათ ლიდერად კურიოზული პოლიტიკოსი, რომელსაც მეტსახელად ცრუ შეერქვა?!
სხვათა შორის, “2015 წლიდან “ედლაინის” 53 მომსახურების ამბავი” მელიას “რუსთავი 2”-ზე გამოჩენამდე, “პალიტრანიუსის” ეთერში თქვა “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქეთევან ენუქიძემ. არ ვიცი, ბატონ ნიკანორს და ქალბატონ ენუქიძეს ან “ინფორმაციის” საერთო წყარო აქვთ, ან ერთმანეთს ჰპარავენ იდეებს.

სხვათა შორის, ქეთევან ენუქიძე “შეაჩერე კორუფ­ციის” დამფუძნებლებიდან ერთადერთია, რომელიც კო­რუფციისთვის ან ფინანსური მაქინაციებისთვის არ არის ნასამართლევი. თუმცა მან პირდაპირ ეთერში ისეთი აღიარებითი ჩვენება­ “დადო”, რომ შესაძლოა, მისითაც და­ინ­ტერესდნენ შესაბამისი ორგანოები.

გადასახადების დამალვა თუშავი ფული“?!

“პალიტრანიუსის” წამყვანის კითხვაზე,­ საიდან ფინანსდება “შეაჩერე კორუფცია”, ქეთევან ენუქიძემ განაცხადა, რომ დაფინ­ანსება არ აქვთ, თუმცა პროექტი აქვთ შეტანილი და (ციტატა): “თუ არ გამოვა, როგორც “თავისუფალი დემოკრატები”­ დავაფინანსე, ისე დავაფინანსებ ჩემს ორგანიზაციას” (ციტატის დასასრული). ენუქიძე და გელაშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრები არიან და ოფიციალური ინფორმაციით, ენუქიძემ 2016 წელს პარტიას 30 ათასი ლარი შესწირა. ვატო გელაშვილმა კი ოთხ ნაწილად შესწირა პარტიას ფული, მაშინ ის ოთხი კომპანიის დირექტორი იყო და ერთ-ერთში მისი ბიზნესპარტნიორი რუსეთის მოქალაქე რომან ხიმშიაშვილია. თანხამ სულ 70 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

“ძალიან კარგი შემოსავალი მაქვს იმიტომ, რომ მე მყავს 70 მოსწავლე წელიწადში”, – განაცხადა ენუქიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში. გადაცემის წამყვანის­ კითხვაზე, რეპეტიტორობით იხდის თუ არა გადასახადებს, ენუქიძე ჯერ პასუხობს: “დიახ”, თუმცა შემდეგ აცხადებს: “არ ვიხდი გადასახადებს, იმიტომ­ რომ არ ვარ დაბეგრილი. თქვენ ხომ ჟურნალისტი ხართ, ძიძები და რეპეტიტორები არ არიან დაბეგრილები, იცით?”

რატომ ეხვევით შარში, ქალბატონო ქეთევან?! “კორუფციასთან მებრძოლი” ვერ ხვდებით, რომ პირდაპირ ეთერში აღიარებთ, რომ, სავარაუდოდ, სახელმწიფოს შემოსავალს უმალავთ და ამით კანონს არღვევთ?!

ძალიან მარტივად ავხსნით “კორუფციასთან მებრძოლებისთვის”. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ მოქალაქის წლიური შემოსავალი აღემატება­ 40.000 ლარს, ის იხდის ქონების გადასახადს. ასევე ყველა დასაქმებული მოქალაქე ვალდებულია გადაიხადოს საშემოსავლო გადასახადი. კანონმდებლობა უშვებს ასეთ შეღავათს – თუ მოქალაქის შემოსავალი წელიწადში არ აღემატება 30.000 ლარს და ის თავის საქმიანობას მიკრობიზნესად დაარეგისტრირებს, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დაიბეგრება. თუმცა თუ შემოსავალი გადააჭარბებს 30.000 ლარს, გადასახადის გადახდა სავალდებულოა. თუ მოქალაქე თავის საქმიანობას მიკრობიზნესად არ დაარეგისტრირებს, თვეში 1 ლარიც რომ ჰქონდეს შემოსავალი, ვალდებულია საშემოსავლო, 20% გადაიხადოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ჩვენ გადავამოწმეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე და ცხელ ხაზზე და ქეთევან ენუქიძის საქმიანობას მიკრობიზნესის სტატუსი არ აქვს. ანუ რა გამოდის? თუ ენუქიძე სიმართლეს ამბობს და მართლაც 70 მოსწავლე ჰყავს, მაშინ ის სახელმწიფოს შემოსავალს უმალავს. და თუ არ აქვს ამდენი შემოსავალი, მაშინ უფრო მძიმე კითხვები ჩნდება – რამდენად ლეგალურია ის 30.000 ლარი, რომელიც ენუქიძემ “თავისუფალ დემოკრატებს” შესწირა? ჩვენ არავისკენ ხელს არ ვიშვერთ და არც ბრალდებებს­ ვუყენებთ, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ “შავი ფული” ყოველთვის თეთრდება მესამე პირების მეშვეობით.

გელაშვილმა აღიარა და მოინანია დანაშაული და ამხილა დანაშაულის ჩადენაში ჯგუფის სხვა წევრები…”

ზემოთ ვთქვით, რომ “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო გელაშვილი გასამართლებულია ბიუჯეტისთვის თანხების დამალვის ბრალდებით. ეს მან თავად დაწერა “ფეისბუქში”, თუმცა იქვე მიუთითა: “2011 წელს დამაკავეს და 2012 წელს სააპელაციო სასამართლომ გამანთავისუფლა, ბრალი ვერ დამიმტკიცა”.

გელაშვილის ეს ტყუილიც ოფიციალურად დასტურდება. ციტატას მოვიყვანთ პროკურატურის მასალებიდან: “ვინაიდან მსჯავრდებულმა ვალერიან გელაშვილმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ამხილა დანაშაულის ჩადენაში ჯგუფის სხვა წევრები და ანაზღაურდა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი (ქონების კონფისკაციის ხარჯზე), თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით ვალერიან (ვატო) გელაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ (საპროცესო შეთანხმება) და სასჯელად დაენიშნა – თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რომელიც ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო საბოლოო დამატებით სასჯელად გამოყენებული იქნა ჯარიმა 20 000 ლარი”.

“კორუფციასთან მებრძოლმა” ბატონმა ვატომ უნდა იცოდეს, რომ ბრალის ვერ დამტკიცებასა და საპროცესო შეთანხმებას შორის, რომელსაც წინ უსწრებს აღიარება, დანაშაულის მონანიება თუ “ჯგუფის სხვა წევრების მხილება”, ძალიან, ძალიან დიდი განსხვავებაა.

თავად განსაჯე, მკითხველო, ეს სასაცილოა თუ სატირალი. თუმცა ვისთვის როგორ – მაგალითად, “ნაციონალურ მოძრაობას” სასაცილოდ არ უნდა ჰქონდეს საქმე, რადგან ბატონი ნიკანორი თავისი ტყუილების კასკადით თავად ხომ იტარებს პოლიტიკურ ხარაკირს და იმავეს უკეთებს პარტიას.
ასევე დავსვამთ კითხვას – რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს კორუფციისა და ბიუჯეტისთვის თანხების დამალვისთვის გასამართლებულების მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ბიზნესპარტნიორი რუსეთის მოქალაქეა და რომლებიც­ მსხვილ თანხებს სწირავენ პოლიტიკურ პარტიებს?! რატომ არის მათი დაფინანსება გაუმჭვირვალე?! ეს ისეთი კითხვებია, რომელიც უკვე, ალბათ, პასუხებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები