ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობას ახალი წარწერა ამშვენებს – Sakartvelo Ambasada

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და ამიერიდან ლიტვურ ენაში საქართველოს ოფიციალური დასახელება  Sakartvelo იქნება. ლიტვის რესპუბლიკამ ეს საჩუქარი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიუძღვნა.

ახალი დასახელების აღმნიშვნელი სიმბოლიკა ამიერიდან საქართველოს საელჩოს ქ. ვილნიუსში ოფიციალურად დაამშვენებს.

ლიტვაში საქართველოს საელჩოს შენობაზე გაიხსნა სანიშნე დაფა ახალი დასახელებით „Sakartvelo Ambasada” (საქართველოს საელჩო). გახსნის ცერემონია ქართული მრავალხმიანი სიმღერით დაამშვენეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულმა სოლისტების ანსამბლმა „სულიკომ“. ცერემონიაში ასევე მონაწილეობას იღებდნენ ლიტვის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტები.

გახსნის ცერემონია ფართოდ გაშუქდა ლიტვის მედიასივრცეში, ასევე შედგა საქართველოს ელჩის ხათუნა სალუქვაძის ინტერვიუ ლიტვის საზოგადოებრივი მაუწყებელთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები