დავით სერგეენკო: ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს

„მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო თბილისში ბოლოდროინდელ ფაქტებს, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდა სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შსს და ჯანდაცვის სამინისტრო ვერ მოაგვარებს პრობლემას, თუკი არ გავაცნობიერეთ, რომ რეალურად ბუნებაში არ არსებობს რეკრეაციული და საკლუბო, გასართობი ნარკოტიკები.
მისი თქმით, თუ ობიექტური თვალით შევხედავთ შსს-ს მიერ დაკავებულ გამსაღებელთა რაოდენობას, ეს აქტივობა ვერ ჩაითვლება სუსტად და არაეფექტურად.
„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ცალსახად მინდა ვთქვა და მოვუწოდო ყველას, რომ ცნება კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი რეალურად არ არსებობს. არანაირი მკაფიო, მეცნიერული ზღვარი არ არის კლუბურ და არაკლუბურნარკოტიკებს შორის. მიდგომა არის ორივესადმი ერთნაირი, მაქსიმალურად ზიანის შემცირება, მაქსიმალურად სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა”, – აღნიშნა მინისტრმა.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები