ირაკლი სესიაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების ექსპერტები ასეთ ფასდაუდებელ მხარდაჭერას გვიცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ს ევროპული სარდლობის და აშშ-ს არმიის სამოქალაქო-სამხედრო საგანგებო მზადყოფნის (CMEP) შემფასებელთა ჯგუფს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანგებო სიტუაციების მართვის საკითხებს და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების ექსპერტები ასეთ ფასდაუდებელ მხარდაჭერას გვიცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით. საკმაოდ დიდი დელეგაციაა ჩამოსული, რომელმაც საფუძვლიანად შეისწავლა ქვეყნის რესურსი და შესაძლებლობა. თავისთავად ცხადია, საგანგებო სიტუაციების მართვა იწყება კანონით, გრძელდება სისტემით და რესურსით, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ ჩვენ კომპლექსურად დავინახოთ ამ გამოწვევების გადაჭრის გზები. შევთანხმდით, რომ მათი შემდგომი ვიზიტების დროს კვლავაც გავაგრძელებთ მუშაობას, მათ შორის საკანონმდებლო დონებზე იდეების შემოთავაზების თვალსაზრისით”,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები