ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი გაიმართება

5-6 მაისს, ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი გაიმართება.

5 მაისს, 14:00 საათზე, ფორუმს გახსნიან პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია და თბილისის მერი, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი, კახა კალაძე.

ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით. ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: რეგიონული უთანაბრობა, დეცენტრალიზაციის რეფორმა, ინსტიტუციური დიალოგი და მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების ფორმირება და გაძლიერება.

ფორუმში მონაწილე მერები მიღწეულ შედეგებზე ისაუბრებენ და თვითმართველობაში არსებულ გამოწვევებზე საკუთარ ხედვას წარმოადგენენ.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება იმართება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები