სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერვერზე, კიბერთავდასხმის მონაწილეებმა, ინფორმაციაზე წვდომა ვერ მოიპოვეს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უფროსის მოადგილის, ლევან კარანაძის ინფორმაციით, სერვერზე კიბერთავდასხმის მონაწილეებმა,​ კრიპტოვალუტის გადახდა და თანხის მიღება მოითხოვეს, თუმცა რა რაოდენობაზე იყო საუბარი, მისთვის უცნობია.
მისივე თქმით, აღნიშნულ ინციდენტს სააგენტოსთვის საფრთხე არ შეუქმნია. „თავდასხმას სააგენტოს მუშაობის შეფერხება არ გამოუწვევია და ინციდენტზე მოკვლევა მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, მიზანი იყო კრიპტოვალუტის გადახდა და თანხის მიღება. რაოდენობაზე არ იყო საუბარი, უბრალოდ შეტყობინება იყო დატოვებული, მათ ვერ მოიპოვეს წვდომა ინფორმაციაზე. ამჟამად მიმდინარეობს სერვერის აღდგენის სამუშაო, საუბარია ე.წ. ransomware ტიპის ვირუსზე”, – განაცხადა კარანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, კიბერთავდასხმა სერვერზე 2 მაისს განხორციელდა. კომპიუტერულმა ვირუსმა ზიანი მიაყენა სააგენტოში დაცულ მონაცემთა ბაზებს, პროგრამებს და ელექტრონულ მისამართებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები