ნინო ზურიაშვილი: მედია წიგნიერების ფუნქცია რაც კომისიამ თავის თავზე აიღო, არის ძალიან სასიკეთო საქმე მედიისთვის

ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ახალ ფუნქციას, რომელიც ქვეყანაში მედია წიგნიერების განვითარებას და ხელშეწყობას ეხება მედიისთვის სასიკეთოს და მნიშვნელოვანს უწოდებს. მისი აზრით, კომისიამ აქტიურად უნდა გააგრძელოს პროფესიონალი მედია მენეჯერების და ექსპერტების ჩამოყვანა და მედიას ხელი შეუწყოს.
„საქართველოში მედია საშუალებებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ თავად მოიწვიონ ავტორიტეტული ტრენერები, არადა ცოდნის განახლება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მითუმეტეს დღეს, როცა მაყურებელი და ინფორმაციის მომხმარებელი იცვლის ქცევას და ტელევიზიიდან გადადის სოციალურ ქსელში, და მედიაც ზუსტად ამავეს აკეთებს. მედია ცდილობს, თავისი კონტენტი სოციალურ მედიას მოარგოს და ეს არ არის ესეთი ადვილი საქმე. თუ მედიას არ იქნება იმის ცოდნა, როგორ უნდა გაავრცელოს თავისი კონტენტი სოციალურ ქსელში და ონლაინ პლათფორმებზე ისე თანამედროვე გამოწვევებს ვერ ვუპასუხებთ. ამ კუთხით ცოდნის განახლება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მედია წიგნიერების ფუნქცია რაც კომისიამ აიღო თავის თავზე, არის ძალიან სასიკეთო საქმე მედიისთვის. ეს პროექტი კიდევ უფრო ბევრ სიკეთეს გაუკეთებს ქართულ მედიას, თუ კომისია გააგრძელებს და ხშირად ჩამოიყვანს ტრენერებს ამ მიმართულებით“,- განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები