პარლამენტის აპარატსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„დღეს საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია სახელმწიფო დაწესებულებების საგანმანათლებლო ცენტრების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა და საფუძველს ვუყრით თანამშრომლობას, იმ საერთო მიზნის მისაღწევად, რაც ერთმანეთთან კოორდინაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით, გაზრდის იმ  საქმიანობის ეფექტიანობას, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით და ეს არის სახელმწიფო საქმე“,-განაცხადა  საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო დაწესებულებებს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიაზე.

მემორანდუმი, რომელიც დღეს, საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, ათ სახელმწიფო უწყების საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმდა, არსებული რესურსების ურთიერთგაცვლისა და  საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, აპარატების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათ შემდგომ განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით, დღეს გაფორმებული მემორანდუმი თავისი ფორმითა და შინაარსით უპრეცედენტოა და ხელს შეუწყობს იმ სტანდარტების დანერგვას, რაც  სასიცოცხლოდ საჭიროა სახელმწიფო სტრუქტურების ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებასა და პროფესიონალური დონის ამაღლებისთვის.

„დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით ჩვენ ვიწყებთ ურთიერთობების ახალ ეტაპს და მე მიხარია, რომ წარმოდგენილი საგანმანათლებლო დაწესებულებები არა მხოლოდ პარლამენტთან, არამედ ერთმანეთთანაც დაიწყებენ მჭიდრო კომუნიკაციას და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის სასიკეთო მომავალს წაადგება“,-განაცხადა გივი მიქანაძემ.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, დახმარებისთვის და სახელმწიფო უწყებების  საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის გაწეული შრომისთვის.

ღონისძიების სტუმრებს საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის საქმიანობისა და განვითარების შესახებ პრეზენტაცია, სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა, თათა ომიაძემ წარუდგინა.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ სტუმრებმა სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ. საქართველოს პარლამენტის აპარატის მხრიდან მემორანდუმს ხელი აპარატის უფროსმა,  გივი მიქანაძემ მოაწერა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და   სწავლების ცენტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაკადემიის, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის, საქართველოს იუსტიციისსასწავლო ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისა და  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათააკადემიის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

„საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, დღეს მოხდა ათი სახელმწიფო უწყების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან  თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, სასწავლომიზნით არსებული რესურსების ურთიერთგაცვლისა და იმ საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენი აპარატების თანამშრომლების კვალიფიკაციისამაღლებასა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან რამდენიმე დაწესებულებასთან ერთდროულად განხორციელდა მემორანდუმის გაფორმება და ეს მემორანდუმი მიზნად ისახავს უკვეხვალიდან, ინტენსიურ რეჟიმში არსებული რესურსების მობილიზებით, ერთმანეთს ხელი შევუწყოთ იმ დასახული მიზნების განსახორციელებლად, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენისტრუქტურების უფრო გამართულ, უფრო ეფექტიან და უფრო ხარისხიან საქმიანობას ეხება“,-განაცხადა ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები