წვევამდელებს საშუალება ექნებათ, სავალდებულო სამხედრო სამსახური საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გაიარონ

“წვევამდელები, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარს იტყვიან, ვალდებულები იქნებიან, ალტერნატიულ სამსახურში იმსახურონ, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
„მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ის, რომ შესაძლებელი იქნება, წვევამდელებმა სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადონ ჩვენს სამსახურში”,-ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, იმ პირებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით უარს ამბობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე, ალტერნატიული სამსახური ექნებათ.
“ყოველწლიურად იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც რელიგიური თუ სხვა მოსაზრებებით უარს აცხადებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. ისინი არ მიდიან ჯარში, არ უნდათ აიღონ იარაღი და ასე შემდეგ. ჩვენთან არ არის იარაღის აღების ვალდებულება. ჩვენ მათ ვთავაზობთ ალტერნატიულ სამსახურს, რომელიც ჩაეთვლებათ სავალდებულო სამხედრო სამსახურად. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი მოისურვებენ გააგრძელონ სამსახური სახანძრო-სამაშველო დანაყოფში, შემდგომში ისარგებლებენ გარკვეული პრივილეგიებით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები