“ვქმნით მოხალისეთა სისტემას, ყველა მსურველს გაუფორმდება ხელშეკრულება ჩვენი სამსახურის მიერ”

“ვქმნით მოხალისეთა სისტემას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ სისტემის ჩამოყალიბებას. შეიქმნება მოხალისეთა ერთიანი ეროვნული სია”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შექმნილი სასწავლო და სპორტული სივრცეების გამოყენება ყველა მოხალისეს შეეძლება.
“ვქმნით მოხალისეთა სისტემას და, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს მომავალში დავიწყებთ ამ სისტემის ჩამოყალიბებას. შეიქმნება მოხალისეთა ერთიანი ეროვნული სია, ბაზა. ყველა მსურველს გაუფორმდება ხელშეკრულება ჩვენი სამსახურის მიერ. სახანძრო-სამაშველო დანაყოფებში ჩვენ ვქმნით სასწავლო და სპორტულ სივრცეებს ჩვენი მეხანძრე-მაშველებისთვის და ამ ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალებას მივცემთ ყველა მოხალისეს თავისი საცხოვრებლის მიხედვით“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ყოველივე ამასთან ერთად, ახალი კანონით მოწესრიგდება მეხანძრე მაშველთა განათლების საკითხი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომავალში სამსახურს საშუალება ექნება, რომ მეხანძრე-მაშველები რიგ შემთხვევებში საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გააგზავნონ. ​
„ბოლოს, უნდა გითხრათ, რომ ამ ახალი კანონით მოწესრიგდება მეხანძრე მაშველთა განათლების საკითხი. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გვაქვს ბაზა, სადაც გაგვაჩნია სასწავლო ცენტრი და ამ ცენტრში გადამზადებას გაივლიან ჩვენი მეხანძრე-მაშველები. სამსახურს ექნება საშუალება, რომ მეხანძრე-მაშველები რიგ შემთხვევებში გააგზავნონ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად“, – აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები