ზაქარია ქუცნაშვილი: არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის

“არ არის ლამაზი, როცა მთავარსარდალი დარბაზიდან გადის“, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პროტესტი.
“ეს დარბაზი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა. ვსაუბროთ თქვენი ხელმძღვანელობით (პრეზიდენტი მყავს მხედველობაში) უშიშროების საბჭოს შენარჩუნების აუცილებლობაზე და ამ დროს, მორიგ სიტყვას არ ველოდებით. მოგვწონს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და ამ დროს რამდენიმე საათით მოთმინება გვიჭირს. რა უფლება მაქვს თქვენს პირად ემოციას შევეხო, მაგრამ ხომ იცით, სახელმწიფო პოლიტიკურ პირებს პირად ემოციაზე აყოლის უფლება არა გვაქვს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა პრეზიდენტის მისამართით.
მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დებატებში პრეზიდენტის პერმანენტული მონაწილეობისთვის ცვლილებები არ განხორციელდებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგელაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები