ოთარ კახიძე: „ევროპული საქართველო” ვერ მიესალმება პრეზიდენტის ამ მცირეოდენ გამოხტომას

„ევროპული საქართველო“ ვერ მიესალმება პრეზიდენტის ამ მცირეოდენ გამოხტომას“ – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პრეზიდენტის პროტესტი, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.
ამასთან, კახიძე აცხადებს, რომ უმრავლესობას მეტი მოქნილობის გამოჩენა მართებდა.
„პრეზიდენტმა წინასწარ იცოდა ფორმატი, მას ეს წინადადება უნდა დაეყენებინა სხდომის დაწყებამდე, რომელიც დებატების შუაში დააყენა ულტიმატუმის სახით. „ევროპული საქართველო“ ვერ მიესალმება მის მცირეოდენ გამოხტომას, თუმცა, ამავე დროს, უმრავლესობას მართებდა მეტი მოქნილობის გამოჩენა. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, მისცემოდა პრეზიდენტს დებატების მიმდინარეობისას კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა. ეს არ იქნებოდა პრობლემა, რადგან რეგლამენტი ისეც არ ითვალისწინებს პრეზიდენტის დასკვნით სიტყვას, მაგრამ დეპუტატები შეთანხმებულები ვართ, რომ ამ უფლებას ვანიჭებთ. ქვეყანა არ დაიქცეოდა, თუ შეიცვლებოდა რეგლამენტი. დიდი ბოდიში, „ევროპული საქართველო“ რომ იბარებს მთავრობას და რეგლამენტით ვალდებული არიან მოვიდნენ, მაშინ რატომ არ ახსენდებათ რეგლამენტი?! ამიტომ პრეზიდენტიც უნდა მოქცეულიყო უფრო სოლიდურად და უმრავლეობასაც მართებდა, რომ ეს დღე არ ჩაშლილიყო“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
მისი თქმით, დებატები პრეზიდენტის ანგარიშის განხილვას ეხება და როდესაც პრეზიდენტი დარბაზში არ არის, აღარ აქვს აზრი დებატებს, ამიტომ დატოვეს სხდომა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები