NDI: გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% – “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% – “ევროპულ საქართველოს“

„ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% – ერთიან “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% – “ევროპულ საქართველოს“, – ამის შესახებ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 13% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას და 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები