გიორგი კახიანი: “იმედი” ყველაფერს აკეთებს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას – როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას არ მოსწონს ეს და ცდილობენ “იმედს” ხელი შეუშალონ
“ევროპარლამენტის რეზოლუციები გაჯერებულია ფეიკი, აღქმებზე აგებული ინფორმაციებით, „იმედი“ ამ დროს ყველაფერს აკეთებს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს საზოგადოებას. როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას არ მოსწონს ეს და ცდილობენ „იმედს” ხელი შეუშალონ”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროპარლამენტისა და მოლდოვის გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციური გაერთიანება მოიყვანონ ხელისუფლებაში.
„მაშინ, როდესაც ერთი კონკრეტული პარლამენტარი საუბრობს, რომ მისი ძალისხმევის შედეგია ეს, სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან დგას ის ძალა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ყველანაირად ცდილობს დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რადიკალური ოპოზიციური გაერთიანება მოიყვანონ ხელისუფლებაში. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაჯერებულია ფეიკი, აღქმებზე აგებული ინფორმაციებით. „იმედი” ამ დროს ყველაფერს აკეთებს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს საზოგადოებას და სიმართლე მივიდეს ჩვენს საზოგადოებამდე. როგორც ჩანს, კონკრეტულ ძალას ეს არ მოსწონს და ცდილობენ, რომ ასეთი მეთოდებით „იმედს” ხელი შეუშალონ“, – აღნიშნა კახიანმა.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს – „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა.