NDI: გამოკითხული მოსახლეობის 53% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს

„თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 53% დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს“, – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევის დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 12% – უარყოფითად აფასებს კახა კალაძის საქმიანობას, ხოლო გამოკითხულთა 31% თბილისის მერის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 4% კი, აღნიშნული არ იცის.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები