NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს ხვალ წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI და CRRC–საქართველო 2018 წლის მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარადგენენ.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავდაცვასთან, ხელისუფლებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებასა და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

გამოკითხვის შედეგები სრულად გამოქვეყნდება ხვალ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები