ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური გაათავისუფლეს

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური – სოსლან კაკაბაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„ეგვიპტეში საქართველოს ელჩი – ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. დღეს ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე სასამართლომ საქართველოს მოქალაქის, სოსლან კაკაბაძის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს ელჩმა მოინახულა დაკავებული ქართველი მეზღვაურები და მართავს შეხვედრებს ლიბიის საგარეო უწყებასთან”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები