გივი ჭიჭინაძე გიგი უგულავას პასუხობს

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჭიჭინაძე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიგი უგულავას ბრალდებებს ეხმაურება და პასუხობს.
„ყველა უბანზე სიმშვიდეა. არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ველოდები გამარჯვებას. ჩემი არაერთი პლაკატია ჩამოხეული. გამოდის, რომ ყოველ დღე უნდა გვესაუბრა ამის შესახებ. მთავარია, ამომრჩეველი და არა ბანერი. მთავარია, ვის უნდიხარ“, – აცხადებს ჭიჭინაძე.
დღეს დილით, ვანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს, სადაც კანდიდატის გამოსახულებას თავი ჰქონდა მოჭრილი. შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღძრა, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე. აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.
ცნობისათვის, 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საერთო ჯამში, 60 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 48 123 ამომრჩეველი. შეგახსენებთ, რომ ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ. 54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები