ცესკო: ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა

“ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა”,-ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის არჩევნებზე სულ 19 789 ამომრჩეველი მივიდა. ცნობისთვის, #54 მაჟორიტარულ ოლქში სულ 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები