არჩილ თალაკვაძე: პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს მაღალი მხარდაჭერა და ეს აისახა ბოლო არჩევნებზე

„პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს მაღალი მხარდაჭერა და ეს აისახა ბოლო არჩევნებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ვანსა და ხონში დილიდან არჩევნები მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. თალაკვაძის განცხადებით, მოქალაქეების აქტივობა არის ძალიან მაღალი. რაც შეეხება პარტიის კანდიდატს, თალაკვაძის განცხადებით, გივი ჭიჭინაძე არის გამოცდილი და საქმიანი ადამიანი.
„ის მიიღებს მაღალ მხარდაჭერას, დაველოდოთ შედეგებს. გივი ჭიჭინაძე არის მზად, შედეგების გამოცხადებისთანავე შეუდგეს მოვალეობის შესრულებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა, გიგი უგულავამ ხონში ხმის მიცემის შემდეგ, განაცხადა, რომ „გამარჯვებას წინ არაფერი უდგას და ვანელები და ხონელები პირველ „წითელ ბარათს“ მისცემენ “ქართულ ოცნებას“.
შეგახსენებთ, რომ დღეს ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია “საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, “ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი – გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის წევრები – სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა, მაჟორიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები