ნინო ლომჯარია: დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას

“აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან ერთად გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და მექანიზმები, რათა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები დაუსჯელი არ დარჩეს“ – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ევროპარლამენტში, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეექვსე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას.

როგორც “კვირას“ ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, ნინო ლომჯარიამ სიტყვით გამოსვლისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას მკვლელების დასჯის აუცილებლობას.

“აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოსთან ერთად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, გამოიყენოს სხვადასხვა ინსტრუმენტები და მექანიზმები, რათა არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობები, ასევე სხვა ასეთი მრავალი შემთხვევა დაუსჯელი არ დარჩეს. დაუსჯელობის სინდრომი ახალისებს ოკუპირებულ რეგიონებში ძალადობას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ხარვეზებზე, პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, ქალთა მიმართ ძალადობის და თანასწორობის საკითხებზე, შრომის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობაზე.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, კომიტეტის სხდომაზე ევროპარლამენტარებმა ქართველ კოლეგებთან და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და ასოცირების ხელშეკრულებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების განხორციელება, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები და საკონსტიტუციო ცვლილებები, მართლმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობა, პარლამენტის მუშაობაში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და ასევე, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები