ირაკლი კოვზანაძე: პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი საკმაოდ დიდი ხანია მიდის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში  ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაზე საუბარი საკმაოდ დიდი ხანია მიდის და ოფიციალურად დღეს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომ მისი, როგორც პარტიის დამფუძნებლის გააქტიურება და დაბრუნება პოლიტიკაში „ქართული ოცნებისთვის“ განახლებისა და გაძლიერებისთვის დიდი ბიძგის მიმცემი იქნება“, – მიიჩნევს ირაკლი კოვზანაძე.

შეგახსენებთ, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი პარტიის ხელმძღვანელებსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები