ირაკლი დგებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსად დაინიშნა

ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ თანამდებობა დატოვა.

როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, დგებუაძე მუშაობას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსის პოზიციაზე აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი დგებუაძე ბათუმის პოლიციის უფროსის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები