“ნეონაცისტური მოვლენები ფსევდოლიბერალური კამპანიის სახით წარმოებს ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც პირდაპირ ფულს იხდიან უცხო ძალის წარმომადგენლები” – გორდულაძე
“გერმანიის, დიდი ბრიტანეთის თუ ევროკავშირის წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს მოქალაქეები რომ იყვნენ და ჰქონდეთ შესაბამისი ცენზი დაკმაყოფილებული, დარწმუნებულები ვართ, „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაშიც ჩაეწერებოდნენ, იმდენად არიან დაახლოებულები და პირდაპირ ჩართულები კამპანიაში, რაც არის უბრალოდ მიუღებელი”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გერმანიის ელჩი მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც იყენებენ იმ სიტყვებსა და ტერმინებს, რომლებსაც 80 წლის წინ ცენტრალურ ევროპაში იყენებდნენ.
“ამ ძალას მაშინ ნაცისტები ერქვა და ნაციზმს უარი უთხრა მთელმა მსოფლიომ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ნეონაცისტური მოვლენები, ფსევდოლიბერალური კამპანიის სახით წარმოებს ჩვენს ქვეყანაში, რომელშიც პირდაპირ ფულს იხდიან უცხო ძალის წარმომადგენლები. მათი რეალური მიზანი ადამიანების დეჰუმანიზაციაა, თითქოს „ქართლი ოცნების“ მხარდამჭერები და გუნდის წევრები ადამიანები არ არიან. ჩვენ თითქოს არ ვართ ადამიანები და მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ ქვეყანაში ქართველი ხალხის სახელით ისაუბრონ. მათ გვერდში უდგანან ე.წ. დიპლომატები. არანაირი დიპლომატიის სტანდარტი აღარ არსებობს“, – აღნიშნა გორდულაძემ.