ზაალ ანჯაფარიძე: რამდენიმე საათის დანიშნული იყო მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად, რომ ბრიტანულმა The Guardian-მა მასზე და, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი პასკვილი გამოაცხო – ეს აქედან არის ნამუშევარი, თორემ რაში აინტერესებს ამ გაზეთს და მის აუდიტორიას, შორეულ საქართველოში ვის დანიშნავენ სუს-ის უფროსად

“კიდევ ერთი დოკუმენტური მტკიცებულება თუ როგორ ებრძვიან ინფორმაციულად “ქართულ ოცნებას” დასავლეთში და ამ მხრივ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურებულია ბრიტანეთი. სულ რამდენიმე საათის დანიშნული იყო მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად, რომ ბრიტანულმა The Guardian-მა მასზე და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი პასქვილი გამოაცხო”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამ თემაზე საქართველოდან არის ნამუშევარი, თორემ ბრიტანულ გაზეთს და მის აუდიტორიას, დიდად არ აინტერესებს, შორეულ საქართველოში ვის დანიშნავენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

„კიდევ ერთი დოკუმენტური მტკიცებულება თუ როგორ ებრძვიან ინფორმაციულად “ქართულ ოცნებას” დასავლეთში და ამ მხრივ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურებულია ბრიტანეთი. სულ რამდენიმე საათის დანიშნული იყო მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად, რომ ბრიტანულმა The Guardian-მა მასზე და ზოგადად საქართველოს ხელისუფლებაზე მორიგი პასკვილი გამოაცხო. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქედან არის ნამუშევარი, თორემ რაში აინტერესებს ამ გაზეთს და მის აუდიტორიას, შორეულ საქართველოში ვის დანიშნავენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.
თუმცა, როდესაც ქვეყანა მიზანში გყავს ამოღებული, რა თქმა “ყურადღებას არ მოაკლებ.” ბრიტანელებმა კი, ეს იციან”, – წერს ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები