რომის პაპმა ვატიკანში ისრაელის პრეზიდენტთან შეხვედრისას ღაზაში დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა

პაპმა ლეო XIV-მ, ვატიკანში ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგ მიიღო და ღაზის სექტორში დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის გაგრძელება მხოლოდ უდანაშაულო მოსახლეობის ტანჯვას იწვევს და ჰუმანიტარული დახმარების გასაძლიერებლად საერთაშორისო საზოგადოებამ გზა უნდა იპოვოს.

პაპის თქმით, „ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტა მიმდინარე ომიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა“.

პონტიფიკოსმა ასევე გამოთქვა სურვილი, რომ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა ახლო აღმოსავლეთში დიალოგის გზით მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები