ფიცო უკრაინაში ზელენსკისთან შესახვედრად ჩავიდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, უჟგოროდში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება,- ამის შესახებ ხუთშაბათს, სლოვაკეთის მთავრობის პრესსამსახურმა განაცხადა.

“ზელენსკისთან შეხვედრის დროს ფიცო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხზე ფოკუსირებას გეგმავს, რის შემდეგაც ლიდერები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ”,- განაცხადა სლოვაკეთის მთავრობამ.

მათივე ცნობით, უჟგოროდში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელს, იულია სვირიდენკოს.

რობერტ ფიცოს და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრები არ ჰქონიათ მას შემდეგ, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი 2023 წელს თანამდებობაზე დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები