რუსეთი ქვეყნიდან ესტონელ დიპლომატს გააძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მოსკოვში მდებარე საელჩოდან ერთი ესტონელი დიპლომატი გააძევა.

სამინისტროს ცნობით, ესტონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარეკ იუჰტეგი დაიბარეს და აცნობეს, რომ ესტონელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.

„ესტონეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გამოეცხადა მკაცრი პროტესტი, ტალინში რუსეთის საელჩოს დიპლომატის პერსონა ნონ გრატად უსაფუძვლოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ურთიერთშეთანხმების პრინციპის საფუძველზე, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მოსკოვში ესტონეთის საელჩოს დიპლომატიური თანამშრომელი რუსეთიდან გააძევეს. ესტონურ მხარეს ასევე ეცნობა, რომ ტალინის ნებისმიერი მტრული ქმედება უპასუხოდ არ დარჩებოდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, აგვისტოს შუა რიცხვებში ესტონეთმა ერთი რუსი დიპლომატი – ტალინში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი გააძევა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსი დიპლომატი პირდაპირ და აქტიურად მონაწილეობდა “ესტონეთის კონსტიტუციური წესრიგისა და სამართლებრივი სისტემის ძირის გამოთხრაში, საზოგადოების გახლეჩვაში და ასევე ხელს უწყობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის სანქციების რეჟიმის რამდენიმე დარღვევას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები