ისრაელ კაცი – „ჰამასს“: დანებდით ან ღაზას ქალაქის განადგურება იხილავთ
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ „ჰამასი“ მალე რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდება: ან დაეთანხმოს ისრაელის პირობებს ომის დასასრულებლად, მათ შორის ყველა მძევლის გათავისუფლებას და განიარაღებას, ან ღაზას ქალაქი რაფაჰისა და ბეით ჰანუნის მსგავსად გადაიქცეს.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაჯგუფებას მოტყუებასა და ცარიელი სიტყვების თქმაში ადანაშაულებს.
მისი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ჰამასმა“ თქვა, რომ მზად იყო ყველა მძევალი გაეთავისუფლებინა ომის დასრულებისა და ისრაელის ჯარების სრული გასვლის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი ღაზას ქალაქის დასაპყრობად გაფართოებულ შეტევას ამზადებს.