სოზარ სუბარი – ბექა ოდიშარიას სიტყვიერ შეურაცხყოფაზე: ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო

ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ბექა ოდიშარიას სიტყვიერ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, მათი მატარებელი ჩავლილია, ქვეყანა მიდის თავისი გზით და ეს გზა იქნება უკეთესი საქართველოს აშენება.

„ადამიანის სახე აქვთ დაკარგული, ჩამოყალიბდნენ აგრესიულ სექტად, რომელიც ვერ აცნობიერებს სად ცხოვრობს, ვერ აცნობიერებს რა ხდება ქვეყანაში, რა ხდება მათ გარშემო და ვერ აცნობიერებენ, როგორ აქვთ ადამიანის სახე დაკარგული. უბრალოდ, ძალიან საცოდავები არიან თვითონ იმით, რასაც აკეთებენ და რა სახესაც წარმოაჩენენ. მათზე მეტის თქმა მგონი არც ღირს. მათი მატარებელი ჩავლილია, ქვეყანა მიდის თავისი გზით და ეს გზა იქნება უკეთესი საქართველოს აშენება, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მმართველი გუნდის დეპუტატ ბექა ოდიშარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები