ბექა ოდიშარია: ჩემთვის უხერხულია ჩემს ჯანმრთელობაზე საუბარი, თუმცა მე რა უნდა ვთქვა, როდესაც ბუტა რობაქიძის მამას აგინეს დედა და მამა

ჩემს მიმართ რაც იკადრეს, გავრცელდა სოციალურ მედიაში და საზოგადოებამ თვითონ გასცა სხვათა შორის პასუხი, – ამის შესახებ საკრებულოს წევრობის კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ მასზე მიყენებულ შეურაცხყოფაზე საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის უხერხულია ჩემს ჯანმრთელობაზე საუბარი, თუმცა მე რა უნდა ვთქვა, როდესაც ბუტა რობაქიძის მამას აგინეს დედა და მამა. ეს ხალხი რომ დამისვამს შემდეგ კითხვას სინდისის პატიმარზე. უსინდისო და უნამუსო რომ ხარ, უსამშობლო და უოჯახო, ეს არის მათი სახე და ხელწერა“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მმართველი გუნდის დეპუტატ ბექა ოდიშარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა: „მოკვდები ისედაც, კიბო გაქვს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები